.






მისალმება

მოგესალმებათ საერთაშორისო ავიაკომპანია.
კეთილი იყოს თქვენი შემოსვლა “SKY GEORGIA”- ს განახლებულ ვებ-გვერდზე.
ჩვენ ვმუშაობთ თქვენთვის და გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას ავიაკომპანიის შესახებ .

ავიაკომპანია “SKY GEORGIA” გააფორმა ინტერლაინ ხელშეკრულება ავიაკომპანია "Hahn Air"-თან, რომელიც გაძლევთ საშუალებას გააფორმოთ ელექტრონული ბილეთი ჩვენი და ასევე 187 ავიაკომპანიების რეისებზე, რომლებსაც აქვთ გაფორმებული ხელშეკრულება ავიაკომპანია "Hahn Air"-თან

ავიაკომპანიის უმთავრესი პრიორიტეტია საუკეთესო დროს საუკეთესო ფასად მოხვდეთ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. იმგზავროთ უსაფრთხოდ და კომფორტულად.
მაშ ასე კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ბორტზე გისურვებთ წარმატებულ ფრენას და გახსოვდეთ ყოველთვის, ჩვენი ცა უსაზღვროა .

პირველად ქართული ავიაციის ისტორიაში!

ავიაკომპანია “SKY GEORGIA”

პირდაპირი რეისი თბილისი–ნიუ იორკი–თბილისის მიმართულებით!
როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია ავიაკომპანია

“SKY GEORGIA” ნაციონალური ავიახაზების ბაზაზე შეიქმნა და მას შეიძლება თავისუფლად უწოდოთ მომავლის ლიდერი კომპანია.
ავიაკომპანია გაზაფხულის სეზონს თბილისი–ნიუ იორკი–თბილისის მიმართულებით გახსნის. ამავე დროს ავიაკომპანია შედის ერთერთ ყველაზე მსხვილ ავიაბაზარზე და იწყებს ფრენებს თბილისი-პეკინი-თბილისის მიმართულებით.
პარალელურად “SKY GEORGIA” უალტერნატივო გადამზიდავია ევროპის ბაზარზე. 2008 წლის დეკებრიდან ჩვენ ევროპის 50 ზე მეტ ქვეყანაში გადავიყვანთ მგზავრებს, საუკეთესო ფასად. ავიაკომპანია დაფრინავს თურქეთის და დსთ-ს ქვეყნების მიმართულებით.
“SKY GEORGIA”-მ უკვე დაამტკიცა რომ საქართვლოში ფრენა ხელმისაწვდომია საზოგადოების ნებისმიერი ფენის წარმომადგენლისთვის. სწორედ ჩვენი ავიაკომპანია გთავაზობთ უპრეცენდენტო ფასდაკლებებს. მზგავსი აქციების მონაწილე ჩვენი მგზავრები კიდევ არაერთხელ გახდებიან, რადგან “SKY GEORGIA” თავის ერთგულ მომხმარებელს სიურპრიზებით მუდამ ანებივრებს.





 

 



This is a free demo result from the Wayback Machine Downloader. It is not a complete website.